მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ადგილები თბილისის შემოგარენში, სადაც საცხოვრებელი დანიშნულების მიწებზე მოთხოვნა გაიზარდა - Recov

61404650f2b4e
ვიქტორია მღებრიშვილი
14.09.21 15:02
3919
Colliers International Georgia უძრავი ქონების ბაზრის განახლების ვებგვერდ Recov.ge-ზე თბილისსა და მის შემოგარენში საცხოვრებელი დანიშნულების მიწებზე მოთხოვნის ტენდენციის შესახებ კვლევას აქვეყნებს, რომლის მიხედვით, 2021 წლის პირველ ნახევარში თბილისსა და მის შემოგარენში საცხოვრებელი დანიშნულების მიწებზე 822 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 56%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

კვლევით გამოვლინდა, რომ ტრანზაქციების რაოდენობის მხრივ საკვლევ არეალში წავკისი, ტაბახმელა და თხინვალა ლიდერობენ. აღნიშნულ დასახლებებში 2021 წელს დარეგისტრირებული ტრანზაქციების რაოდენობა თითოეულში დაახლოებით 100 ერთეულს შეადგენს.

„წყნეთში მოთხოვნამ 4.2%-ით დაიკლო, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს ვაკანტური მიწის ნაკვეთების სიმცირით და ამასთანავე მაღალი საფასო განაკვეთით“, - აღნიშნავენ კვლევის ავტორები.


Colliers International Georgia-ში ამ ტიპის უძრავი ქონებაზე მოთხოვნის შესწავლის მიზეზებსაც განმარტავენ და აღნიშნავენ, რომ ბოლო წლებში, თბილისსა და მის შემოგარენში საცხოვრებელი დანიშნულების მიწებზე მოთხოვნა მზარდი იყო.

„განსაკუთრებით საინტერესოა, როგორ შეიცვალა ბაზარი პანდემიის პირობებში, გაიზარდა თუ არა მოთხოვნა მსგავსი ტიპის მიწის ნაკვეთებზე და როგორი ტენდენცია შეინიშნება ფასების მხრივ. ამ მიზნით, "კოლიერს ჯორჯიამ" მიმოიხილა საცხოვრებელი დანიშნულების მიწის ნაკვეთების ბაზარი თბილისსა და მის შემოგარენში. კვლევის ფარგლებში ტრანზაქციების რაოდენობა, საშუალო ფასი და ბაზრის მოცულობა არის გააანალიზებული. საკვლევი პერიოდი მოიცავს 2019, 2020 წლებს და 2021 წლის პირველ ნახევარს“, - ნათქვამია recov.ge-ზე გამოქვეყნებულ მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები