მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ადგილი, რომელსაც ლეგენდის შექმნა არ სჭირდება“ - რა როლი ექნება Archi Grand Avenue-ში გასტრონომიულ ჰაბს?

არქი გრანდ ავენიუ
30.09.26 21:58
• 202

„ადგილი, რომელსაც ლეგენდის შექმნა არ სჭირდება“, – ასე აფასებენ კონცეპტუალური შეფი კონსტანტინე თედელური და მსახიობი ანი ჩირაძე თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე დეველოპერული კომპანია „არქის“ ახალ მულტიფუნქციურ კომპლექსს „გრანდ ავენიუს“, რომლის ამბიციაც „ქალაქის ახალ ცენტრად“ ჩამოყალიბებაა.

ძველი ვაგონშემეკეთებელი ქარხნის ტერიტორია ახალ დანიშნულების ადგილად „ქალაქი ქალაქში“ კონცეფციით უნდა იქცეს. საცხოვრებელი და რეკრეაციული ზონები, პადელ-ცენტრი; მუზეუმი; 2500 კვ.მ სპორტ დარბაზი; გასტრონომიული ჰაბი; სპორტული მოედნები; ველობილიკები; საბავშვო სივრცეები; სკოლა; საბავშვო ბაღი; ბავშვთა გასართობი ცენტრი; ბოულინგ კლუბი; რამდენიმე დონიანი პარკინგი, წერეთლის გამზირთან დამაკავშირებელი გვირაბი და ხელმისაწვდომი ლოკაცია - ასეთია „გრანდ ავენიუს“ განვითარების პროექტი.

Archi Grand Avenue-ს პროექტზე "არქის" პოდკასტის მესამე ეპიზოდში „ქალაქის ახალი ცენტრის“ ფორმირებას დადებითად აფასებენ კონსტანტინე თედელური და ანი ჩირაძე და აცხადებენ, რომ ასეთი დეველოპერული პროექტები, ქალაქს მათ შორის ინფრასტრუქტურულად სრულყოფს და დეველოპერულ სექტორს განვითარებისკენ უბიძგებს.

„Grand Avenue-ს ქალაქის ახალი მიზიდულობის ცენტრად ქცევის პერსპექტივა ნამდვილად აქვს. სადაც ახლა ჩვენ ვსხედვართ, შეიძლება გასტრონომიული ჰაბის გაკეთება, რადგან ამ ადგილს [ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიას] ისტორია უკვე აქვს და ასეთი დიდი სივრცე საქართველოში არც თუ ისე მრავლადაა.

ქალაქის ცენტრად რეალურად იქცევა კვებით. მე რომ ახლა ვთქვა, რომ მხოლოდ შენობები ავაშენე, სადაც რამდენიმე მაღაზიაა და დანარჩენი სულ მოსახლეობა ცხოვრობს ის ასე ცენტრად ვერ იქცევა. ამას სჭირდება ხალხის ნაკადი, რომელიც პოპულარიზაციას გაუწევს მერე სხვა ხალხში, რომ იქ უნდა მიხვიდე, რომ ის ნახო, იქ უნდა შეხვიდე, რომ ის გასინჯო, ის იყიდო, ის დალიო, აი იქ არის ნამდვილი ქართული პროდუქტი. ანუ კვების წერტილები ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის ცენტრის განვითარებისთვის“, - განაცხადა კონსტანტინე თედელურმა და დასძინა, რომ დასაწყისშივე ეს სწორად აგებული პროექტია: „ძალიან კარგად და სწორად არის ეს ყველაფერი ჩამოყალიბებული, უბრალოდ, უნდა, რომ ფრთები შეასხა და გააფრინო. აქ მოიყრის აბსოლუტურად ყველა ადამიანი თავს“.

მსახიობი ანი ჩირაძე კი განმარტავს, რომ პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული დამაკავშირებელი გვირაბის მოწყობა, ქალაქს დამატებით ავითარებს და დაკავშირებადობას ზრდის.

"დედაქალაქში მცხოვრები ადამიანი, ვისაც უნდა, რომ ცენტრში იცხოვროს და თვლის, რომ ეს აუცილებლად უნდა იყოს ვერა ან ვაკე ან აუცილებლად უნდა იყოს მთაწმინდა და სოლოლაკი - ეს ასე არ არის. რაც უფრო აქეთ გამოდიხარ, მით უფრო მარტივია სუნთქვა. სიმჭიდროვის გამოც ვიძახი და ახლა, ამხელა ტერიტორიაზე - 21 ჰექტარზეა გაშენებული უბანი, რომელსაც ინფრასტრუქტურულად უაღრესად დიდი მისია აქვს, რომ გააკეთოს გვირაბი. ანუ ყველაზე მაგარი ამბავია, რომ ამ გვირაბით პირდაპირ წერეთელზე გახვალ. დღეს, მარჯვენა სანაპიროდან აქეთკენ ვერ გადმოდიხარ თუ არ მიხვედი დიდუბის ხიდამდე - სამთო ქიმიასთან ან თუ არ ჩამოხვედი აღმაშენებელზე თამარ მეფეზე. გვირაბის მოწყობა, რომელიც პროექტს წერეთელთან აკავშირებს, ძალიან მნიშვნელოვანია.

ეს ადგილი უკვე ლეგენდაა. ეს არის პროექტი, რომელიც სხვა დეველოპერებს დაანახვებს, რომ არა მარტო ჭამა და ცხოვრება არის საჭირო, იქ არის სხვა რაღაცები, იქ არის ურთიერთობა საჭირო, აქ არის ჰარმონია და რაც მთავარია, ის კეთილდღეობა, რომელიც ამ ყველაფერს, აი ამ უდიდეს ტერიტორიას მოჰყვება“, - განაცხადა ანი ჩირაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები