ადგილობრივ ბაზარზე მწვანილის მოხმარება და ფასები გაზრდილია- ამის შესახებ საუბრობენ აგროსფეროს წარმომადგენლები, რომლებიც ამბობენ, რომ იმისთვის რომ ადგილობრივ ბაზარზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება მოხდეს და ფასები დაბალანსდეს ქვეყანაში სხვადასხვა სახეობის მწვანილის იმპორტი იზრდება. განსაკუთრებით გაზრდილია ბაზილიკის, რეჰანის და ტარხუნის იმპორტი. რესტორნებმა პროდუქციის გაძვირების გამო მენიუდან ის კერძები ამოიღეს, რომლის მთავარი ინგრედიენტიც კონკრეტული სახეობის მწვანილია. გასულ კვირას იმპორტირებული 1 კილოგრამი ტარხუნა 200-დან 300 ლარამდე ღირდა, თუმცა როგორც იმპორტიორები ამბობენ, პროდუქციის ქვეყანაში იმპორტით შემოტანა მოხდა და დღეს 1 კილოგრამი ტარხუნა 80 ლარი ღირს. რატომ ვერ იზრდება ადგილობრივად მწვანილის წარმოება და რატომ დაკარგა საქართველომ მწვანილის ექსპორტიორი ქვეყნის სტატუსი?