მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ადგილობრივ სანერგეებში ხე-მცენარეებზე ფასი 20%-ით გაიზარდა" - გრატოს სათბურები

642bd9ec43cf6
ნინი ლონგურაშვილი
09.04.23 18:27
686

ლანდშაფტის დიზაინსა და ეზოს გამწვანების სერვისზე მომსახურე კომპანიების ნაწილი ფასების ზრდაზე საუბრობს, რაც მათი თქმით, მასალის გაძვირებას უკავშირდება. ადამიანები, ვისაც შესაბამისი მატერიალური რესურსი აქვს, ცდილობენ გაერიდონ ხმაურიან ქუჩებს და საცხოვრებლად დედაქალაქის სიახლოვეს, შემოგარენში გადავიდნენ.

ლანდშაფტური დიზაინის "ბუნებას" დამფუძნებელი გიორგი ლაბაური BMG-სთან ბოლო წლებში ეზოს ლანდშაფტურ დიზაინის, გამწვანებისა და მოწყობის სერვისზე ფასის ზრდასა და მაღალ მოთხოვნაზე საუბრობს. მისი თქმით, კვადრატული მეტრის დაპროექტების ღირებულება 3 ლარიდან იწყება, თუმცა ფასი ზრდადია და ის დამოკიდებულია დაკმვეთის მოთხოვნაზე. გიორგი ლაბაური ამბობს, რომ ლანდშაფტის დიზაინზე ფასი 15-25%-ით არის გაზრდილი.

“პანდემიის შემდეგ მეტად არის მოთხოვნა გაზრდილი, პანდემიამდე თუ სეზონის განმავლობაში 10 შეკვეთა იყო, პანდემიის შემდეგ მოთხოვნა 35%-ით არის გაზრდილი. მასალებიდან გამომდინარე ფასი მაღალია, შესაბამისად, ეზოს მოწყობა 25%-ით მეტი ღირს”, - ამბობს გიორგი ლაბაური.

რაც შეეხება გარე და შიდა მოწყობის მცენარეებს, BMG "გრატოს" სათბურებს დაუკავშირდა. სოფო ჯორბენაძე ამბობს, რომ ფასის ზრდის მიუხედავად, მცენარეების შეძენაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. გრატოს სათბურების გენერალური დირექტორის თქით, ადგილობრივ სანერგეებზე ფასი მომატებულია, თუმცა ღირებულება სეზონების მიხედვით ცვალებადია, რაც შეეხება იმპორტირებულს, მათი ღირებულება ძირითადად სავალუტო კურსზეა დამოკიდებული.

“ადგილობრივ მცენარეებში სეზონურობაა, ამ დროისთვის ქართული სანერგეების მცენარეების ფასი მაღალია, თუმცა 2 კვირაში ფასის ვარდნას დაიწყებს. სააღდგომოდ ფასები დაიკლებს. ჩვენ დაკვირვებით, ადგილობრივ ნაწარმზე ფასი 20%-ით არის მომატებული“, - აღნიშნა სოფო ჯორბენაძემ. 

სოფო ჯორბენაძე ჩვენთან ლოგისტიკური ხარჯების ზრდაზე საუბრობს, მისი თქმით გადაზიდვების ღირებულება 2 000 ევროთი მეტი უჯდებათ, რაც ბიზნესს საგრძნობლად აზარალებს. 

“დამრგვალებულ რიცხვებში რომ გითხრათ, დაახლოებით ერთი მანქანის ტრანსპორტირება 4 000 ევროს ფარგებში გვიჯდებოდა, დღეს კი მისი ფასი 6 000 ევროს სცდება. ტრანსპორტირების 2 000 ევროთი გაძვირება, საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს. წლიურად, რომ შევხედოთ 100 000 ლარის ზარალი გვაქვს”, - ამბობს სოფო ჯორბენაძე.   

საქართველოში მცენარეების ძირითად მომწოდებელი ევროპაა, იმპორტი უმეტესად იტალიიდან, პოლონეთიდან, ესპანეთიდა და თუქეთიდან ხდება, იმპორტირებული ხე-მცენარეების ფასი 20 ლარიდან იწყება და 4 000 ლარამდე ადის. რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, მომწოდებელი სანერგეები ძირითადად კახეთში და სამეგრელოშია განლაგებული, მათი ფასი კი წელს 20%-ით არის გაზრდილი. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები