მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი სოფელ იორმუღანლოში

5ba881261bd49
თამუნა ქემერტელიძე
24.09.18 10:15
1498
სოფელ იორმუღანლოში ადგილობრივი მოსახლეობა საპროტესტო აქციებს მართავს, -ამის შესახებ ინფორმაცია BMG-ს ადგილობრივებმა მიაწოდეს. მათი თქმით, საქმე ეხება ირანელ ინვესტორს, რომელსაც ხელისუფლებამ 3500 ჰექტარი მიწის ნაკვეთი მიჰყიდა, ისე რომ არ გაითვალისწინა მოსახლეობის ინტერესი, ცხვრების გადასარეკ ტრასასთან დაკავშირებით, რომელიც ახლა ირანელი ინვესტორის საკუთრებაშია.

„ამ გადასარეკ ტრასას დაახლოებით საქართველოში არსებული ცხვრების 80% იყენებს, აქედან გადაგვყავს ცხვრები ბარში. ხელისუფლებამ ისე მიჰყიდა ეს მიწა სხვას, რომ ცხვრების გადასარეკი ტრასა არ გახსენებია“, - აცხადებენ ადგილობრივები.

მათივე თქმით, ამ ტრასის არარსებობის შემთხვევაში მათ დამატებით 40 კილომეტრის გავლა და ბარში ცხვრების ისე გადაყვანა მოუწევთ, შესაბამისად დათმობაზე წასვლას არ აპირებენ.

„ინვესტორმა უკვე სამუშაოები დაიწყო, მიმდინარეობს გზის გაჭრა, რეალურად ამ გზას ვეღარ ვიყენებთ“, - აცხადებენ ადგილობრივები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები