სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით, აქტიურ პიარკამპანიას გეგმავს,-ამის შესახებ სააგენტოს "აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ადგილობრივი მწარმოებლების პროდუქცია საქართველოს ყველა რეგიონში გაიყიდება.
"გვინდა დავიწყოთ ძალიან აქტიური პიარკამპანია "ქართულია და კარგიას" კუთხით. ჩვენ უკვე მივაღწიეთ შედეგს "სპართან" და მას ყველა ფილიალში ქართული პროდუქტისთვის გამოყოფილი ექნება ცალკე განყოფილება. ვაპირებთ ყველა რეგიონი მოვიცვათ.
ასევე დავმეგობრდით ფესტივალ "ფუძეობასთან", რომელიც მხარს უჭერს ქართულ ფუძეს, შესაბამისად ჩვენ "ფუძეობასთან" ერთად ყველა რეგიონის ცენტრში სამეწარმეო მარკეტი გვექნება, სადაც ჩვენს მეწარმეებს თავისი პროდუქციის გამოფენის შესაძლებლობა ექნებათ“ - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

























