მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ადგილობრივი წარმოების ავეჯის წილი ქართულ ბაზარზე უკვე 40-45%-ია“ - ავეჯის კლასტერი

6245600e77d7b
თათია ჩაფიჩაძე
03.04.22 19:37
1271
ავეჯი კიდევ ძვირდება - როგორც ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, ბოლო პერიოდში იმპორტირებული მასალის ღირებულებამ 10-15%-ით მოიმატა, პანდემიიდან დღემდე კი ფასი 80%-ით გაიზარდა.

ქართული ავეჯის კლასტერის ბორდის წევრი გოჩა დვალიშვილი ამბობს, რომ ავეჯის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის უდიდესი ნაწილი ქვეყანაში თურქეთიდან შემოდის, რუსეთ-უკრაინის წილი კი მინიმალურია.

აღსანიშნავია, რომ იზრდება ადგილობრივი წარმოების ავეჯის წილიც. ქართული ავეჯის კლასტერის ინფორმაციით, თუკი პანდემიამდე ქართულ წარმოებაზე საერთო ბრუნვის 25% მოდიოდა, დღეს ეს მაჩვენებელი 45%-ს აღწევს. ზრდის ძირითადი მიზეზი ჩინეთიდან საქართველოსკენ საკონტეინერო გადაზიდვების ღირებულების 300%-500%-ით მატებაა, რამაც იმპორტირებულ ავეჯზე ფასები მნიშვნელოვნად დააკორექტირა.

„ჩვენი მასალების ძირითადი მომწოდებელია თურქეთი, რუსეთის და უკრაინის წილი დაბალია, ასევე მასალას ვიღებთ პოლონეთიდან და რამდენიმე ევროპული ქვეყანიდან. კოვიდის დაწყების შემდეგ ფასები 80%-ით გაიზარდა, ახლა ომის 1-თვიან მონაკვეთში საწვავზე გაზრდილი ფასის გამო 10-15%-ით კიდევ არის გაზრდილი, თუმცა რაიმე დეფიციტი არ გვაქვს.

ბოლო პერიოდში ქართულ ავეჯზე მოთხოვნა მზარდია. ეს გამოწვეულია ერთი მხრივ ხარისხის ზრდის და მეორე მხრივ იმით, რომ ჩინეთიდან ავეჯის მოწოდება გართულდა და გაძვირდა. ადგილობრივი წარმოების წილი ქართულ ბაზარზე უკვე 40-45%-ია“, - განაცხადა გოჩა დვალიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები