მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Adidas-ი გაყიდვების მნიშვნელოვან ზრდას ელის

6048d4b71ef41
ნათია თაქთაქიშვილი
10.03.21 18:45
644
მსოფლიოში ცნობილი სპორტული ტანისამოსის და პროდუქციის მწარმოებელი კომპანია Adidas-ი წელს გაყიდვების მნიშვნელოვან ზრდას ელის. ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, Adidas-ის ბრენდის ქვეშ ოპერირებადი მაღაზიების 95% ამჟამად გახსნილია. წლის პირველ თვეებში კომპანიის გაყიდვებმა ჩინეთის, აზიის და ლათინური ამერიკის ბაზრებზე 30%-იანი ზრდა აჩვენა.

Adidas-ის აღმასრულებელი დირექტორის კასპერ როსტიდის ვარაუდით, კომპანიის წმინდა მოგება წელს 1.25 მილიარდი ევროდან 1.46 მილიარდ ევრომდე გაიზრდება.

"ჩვეთვის თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც ტრადიციული, ასევე, ონლაინ გაყიდვები, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ შემოსავლის უდიდესი ნაწილი გასულ წელს ონალინ გაყიდვებზე მოდიოდა“, - განაცხადა Adidas-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კასპერ როსტიდმა.

აღსანიშნავია, რომ Adidas-ის გაყიდვები გასული წლის მეოთხე კვარტალში მხოლოდ 1%-ით გაიზარდა და კომპანიის შემოსავლმა 6.59 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.