მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Adidas-ი კანიე უესტთან თანამშრომლობის შეწყვეტას გეგმავს

6357bac20407a
გიორგი თოლორდავა
25.10.22 14:37
891
ანტისემიტური განცხადებების გავრცელების გამო, სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელი ბრენდი Adidas-ი ამერიკელ მუსიკოსთან და დიზაინერთან, კანიე უესტთან თანამშრომლობის შეწყვეტას გეგმავს.

კანიე უესტის ქონება 2 მილიარდ დოლარს შეადგენს, თუმცა მისი სიმდიდრის ძირითადი წყარო არა მუსიკალური შემოქმედება, არამედ კომპანია Adidas-თან და GAP-თან თანამშრომლობაა დიზაინერის ამპლუაში.

უშუალოდ Adidas-თან პარტნიორობით უესტმა Yeezy-ს სპორტული ფეხსაცმლის პრემიუმ ხაზი შექმნა, რომლითაც გერმანულმა ბრენდმა კონკურენცია Nike Jordan-ს გაუწია.

Adidas-ის გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია კანიე უესტის საჯარო განცხადებებთან და პოსტებთან, რომლითაც ამერიკელმა რეპერმა შეურაცხყოფა მიაყენა ებრაელებსა და შავკანიანებს.

აღსანიშნავია, რომ უესტთან თანამშრომლობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო BALENCIAGA-მაც, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელიც ქართველი დიზაინერი, დემნა გვასალიაა.

ანტისემიტური განცხადებების გამო, კანიე უესტს Instagram-ისა და Twitter-ის ანგარიშებიც დაებლოკა, რის საპასუხოდ რეპერმა კონსერვატიული სოციალური ქსელის, Parler-ის შეძენა გადაწყვიტა.

„სამყაროში, სადაც კონსერვატიული მოსაზრებები კონტროვერსიულად ითვლება, უნდა დავრწმუნდეთ, რომ გვაქვს აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება და საშუალება“, - განაცხადა მუსიკოსმა.

რაც შეეხება უშუალოდ Parler-ს, ის Twitter-ის ალტერნატივაა, სადაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტებია, თუმცა ის ტექნოლოგიური გიგანტების (Google, Apple, Amazon, Meta) მხრიდან კეთილგანწყობით ვერ სარგებლობს.

უფრო მეტიც, 2020 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმის შენობაზე თავდასხმის შემდეგ, Amazon-მა, Google-მა და Apple-მა, შეთანხმებით იმოქმედეს Parler-ის წინააღმდეგ. პირველ ეტაპზე Parler-ის აპლიკაცია წაშალეს Google Play-დან და Apple App Store-დან, შემდეგ კი Amazon-მა მას ვებჰოსტინგის სერვერებთან (AWS) წვდომა შეუწყვიტა.

ტექნოლოგიური გიგანტების წარმომადგენლების განმარტებით, Parler-ის პლატფორმის საშუალებით ვრცელდებოდა რადიკალთა მესიჯები, რომლებიც მომხმარებლებს ძალადობისაკენ მოუწოდებდნენ.

Parler-ისა და უესტის გარიგების ზუსტი დეტალების ამ ეტაპზე უცნობია.

საგულისხმოა, რომ თანამშრომლობის შეწყვეტის სიახლე Adidas-ის ინვესტორებმა ნეგატიურად მიიღეს, რადგან Nike-თან და Puma-სთან კონკურენციაში კანიე უესტ Yeezy-ს ხაზს მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებდა, რომელსაც ახლა უკვე გერმანული კომპანია დაკარგავს. ზემოხსენებული ფაქტორების გათვალისწინებით, საფონდო ბირჟის გახსნიდან რამდენიმე საათში Adidas-ის აქციების ღირებულება 3%-ით დაეცა.


"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები