მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ადიდებულმა მდინარემ დააზიანა ხიდი" - ქუთაისი-ლასდილის გზის ერთ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ადიდებული მდინარე
20.07.25 13:23
2411

სოფელ საყდართან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია.

როგორც საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იტყობინება, ძლიერი წვიმის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კმ-ზე (სოფელი საყდარი), ადიდებულმა მდინარემ დააზიანა სახიდე გადასასვლელი, რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ცნობისთვის, წუხელ მოსულმა ძლიერმა ნალექმა პრობლემები შექმნა ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის 166-ე კმ-ზეც, სადაც მეწყერი ჩამოწვა. ტრანპორტის მოძრობა აქაც გარკვეული დროით აკრძალული იყო, თუმცა ახლა გზა გახსნილია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები