მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Adjarabet ტექნოლოგიურ მოდერნიზებას გეგმავს

5afbf78f1303c
BM.GE
16.05.18 13:11
3715

Adjarabet ტექნოლოგიურ მოდერნიზებას გეგმავს კომპანია SBTech-თან ერთად, რაც გულისხმობს გაცილებით უფრო მოქნილ სისტემას იმასთან შედარებით, რაც აქამდე ჰქონდა ონლაინ კაზინოსю აღნიშნული საშუალებას მისცემს მომხმარებლებს, რომ ფსონები სმარტფონების საშუალებითაც გააკეთნ. გარდა ამისა, კომპანია გეგმავს ახალი პროდუქტით სომხეთის ბაზარზე შესვლას, რაც კავკასიის რეგიონში განვითარების გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ჯგუფის ახალი ვებ-გვერდი მორგებული იქნება სმარტფონზე და მომხმარებელს შესთავაზებს ისეთ სერვისებს, როგორიცაა Pulse Bet, Action Betting და Add2Bet.

SBTech-ის კომერციულმა ოფიცერმა, ენდრიუ კოხრეინმა განაცხადა, რომ ის მოხარულია Adjarabet-თან თანამშრომლობით. "ჩვენ ვაპირებთ მოვამარაგოთ Adjarabet ჩვენი საუკეთესო მომსახურებით, რომელიც ტელეფონით ფსონების დადების საშუალებას იძლევა. საქართველოც და სომხეთიც პერსპექტიული ბაზრებია და ჩვენ გვსურს რაც შეიძლება მალე დავიწყოთ მუშაობა Adjarabet-თან, რომელიც ბაზრის ყველაზე ძლიერი მოთამაშეა.'' - განაცხადა ენდრიუ კოხრეინმა. 

Adjarabet-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა კობა დავარაშვილმა აღნიშნა, რომ კომპანიას ახალი პროდუქტი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის პოზიციების გამყარებაში დაეხმარება. "Adjarabet'' მოხარულია SBTech-თან თანამშრომლობით, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ათასობით ადგილობრივ მომხმარებელს მოეწონება ჩვენი ახალი სერვისი და ისარგებლებს საქართველოში საუკეთესო ოპერატორის მომსახურებით'' - აღნიშნა კობა დავარაშვილმა.

 კომპანია SBTech 2007 წელს ჩამოყალიბდა და ის დაახლოებით 20 ქვეყანაში 50 კომპანიას ემსახურება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები