მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Adjarabet-ის 51% ირლანდიურმა კომპანიამ 115 მილიონ ევროდ შეიძინა

5c547743cd7b7
შოთა ტყეშელაშვილი
01.02.19 12:54
16135
საქართველოს აზარტული თამაშების ბაზრის უმსხვილესი მოთამაშის "აჭარაბეთის" 51%-იანი წილი გაიყიდა. მყიდველი ირლანდიური კომპანია Paddy Power Betfair-ია. 

გამოცემის ინფორმაციით, გარიგების საფასური 115.4 მილიონ ევროს შეადგენს. ამასთანავე, კომპანია გამოთქვამს სურვილს, რომ დანარჩენ 49%-ს მომავალი სამი წილს განმავლობაში შეისყიდის.

Paddy Power Betfair-ის გენერალური დირექტორის, პიტერ ჯექსონის თქმით, აჭარაბეთის წილების შესყიდვა მიმზიდველ ონლაინ-ბაზარზე მყარი პოზიციის შექმნის სტრატეგიას სრულად ესადაგება.

Buisness Irish-ის მონაცემებით, 2018 წელს "აჭარაბეთის" შემოსავალი 215 მილიონი ლარი, საოპერაციო მოგება კი 68 მილიონი ლარი იყო.

"აჭარაბეთი" მხოლოდ საქართველოში არ ოპერირებს, კომპანია ფლობს ვებგვერდ adjarabet.am-ს, რომლითაც ის სომხეთის ბაზარზე ოპერირებს. მასზე სომხეთის ონლაინ-გემბლინგის ბაზრის 10% მოდის.