მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Adjarabet-ის მფლობელი Flutter-ი ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე დაილისტა

Flutter

გეიმინგ-კომპანია Adjarabet-ის მფლობელი კომპანიის, ირლანდიური Flutter-ის აქციები ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე დაილისტა. ამ დრომდე, Flutter-ის აქციების შეძენა ინვესტორებს დუბლინისა და ლონდონის საფონდო ბირჟაზე შეეძლოთ, ანუ კომპანიის აქციები ისედაც ორ ბირჟაზე ივაჭრებოდა. ამ შემთხვევაში, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე Flutter-მა სწორედ დუბლინში დალისტული აქციები გადმოიტანა, ანუ კომპანია დუბლინის საფონდო ბირჟიდან გავიდა. Flutter-ის აქციები ჯერ კიდევ ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე, მაგრამ, როგორც კომპანიის განცხადებიდან ვიგებთ, მიმდინარე წლის მაისში კომპანიის აქციონერთა სხდომა გაიმართება, რომელზედაც განიხილება, გადაიტანს თუ არა Flutter-ი ლონდონში დალისტულ აქციებს ნიუ-იორკში.

ამერიკულ საფონდო ბირჟაზე დალისტვას ირლანდიური კომპანია რამდენიმე წლის განმავლობაში განიხილავდა, რადგან ჰოლდინგში შემავალი FanDuel-ი ამერიკის შეერთებული შტატების უდიდესი გეიმინგ-კომპანიაა, ხოლო ეს ბაზარი კომპანიის სამომავლო ზრდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. FanDuel-ის გარდა, Flutter-ის ჰოლდინგში გეიმინგ-ინდუსტრიის უდიდეს მოთამაშეებს ვხვდებით, მათ შორის Betfair-ს, Paddy Power-ს, Poker Stars-ს, Sky Betting-სა და Sportsbet-ს. კომპანიის ჰოლდინგში შედის ქართული Adjarabet-იც, რომელიც Flutter-მა სრულად 2022 წელს შეიძინა. თავის დროზე, 2019 წელს, Adjarabet-ის 51%-იანი წილის სანაცვლოდ, Flutter-მა 115 მილიონი ევრო გადაიხადა.

Adjarabet-ის 2022 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანია საქართველოს, სომხეთისა და კვიპროსის ბაზრებზე ოპერირებს და მისი იურიდიული სახელი “ატლას ჰოლდინგსია”. ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2022 წელს, კომპანიის მთლიანმა შემოსავალმა 706 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან 77 მილიონი ლარით მეტი იყო. ამავე წელს, კომპანიის მოგება 118 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 2021 წელთან შედარებით 40 მილიონი ლარით ნაკლები იყო.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები