მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Adjarabet საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" ოფიციალური ბეთინგ პარტნიორი გახდა

5caf4d3f9e1ae
ლევან თაღიაშვილი
11.04.19 19:00
2451
Adjarabet.com საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" ოფიციალური ბეთინგ პარტნიორი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ Adjarabet.com როგორც ონლაინ სპორტ-ბეთინგის ბრენდი და Paddy Power Betfair-ის ჯგუფის წევრი, "ბარსელონას" ბეთინგ პარტნიორი იქნება.

თანამშრომლობის ფარგლებში Adjarabet.com საფეხბურთო კლუბ "ბარსელონასთან" ერთად მნიშვნელოვან პროექტებს განახორციელებს, როგორიცაა მაგალითად, ბარსელონას მატჩზე დასასწრები ბილეთების, საგზურების, ფეხბურთელების მიერ ხელმოწერილი მაისურების გათამაშება და ა.შ.

შეგახსენებთ, რომ ირლანდიურმა Peddy Power Betfair-მა Adjarabet.com-ის 51%-იანი წილი 115,4 მილიონ ევროდ იყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები