მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

adjaranet.com გაიყიდა

5d3bed55d04c6
BM.GE
27.07.19 10:15
16129
imovies.cc და adjaranet.com, ამიერიდან, ერთ პლატფორმაზე იქნება – Adjara Group-ის კინო პორტალი Digital Ads-მა იყიდა. ინფორმაციას marketer.ge ავრცელებს.

„ციფრული ტექნოლოგიების ზენიტში, სარეკლამო კომპანიამ Digital Ads, რომელიც 2012 წელს დაარსდა, 6 წელიწადში შეძლო საქართველოს ციფრული რეკლამის ბაზარზე წამყვანი პოზიციის დამკვიდრება და ბაზრის წილის დიდი ნაწილის მოპოვება. Digital Ads-ისპორტფოლიოში არაერთი წარმატებული პროექტია თავმოყრილი: imovies.ge, myvideo.ge, fly.ge, amindi.ge, taripebi.ge – ეს არასრული ჩამონათვალია იმ პროდუქტებისა, რომელთა რეიტინგითაც ძალიან ვამაყობთ. 2019 წლიდან, სარეკლამო კომპანიის პორტფოლიოსკიდევ ერთი მაღალრეიტინგული ქართული – adjaranet.com შეემატა. ფილმების და სერიალების ეპოქაში, ორი ყველაზე პოპულარული კინო პორტალი საქართველოში, უკვე ერთობლივი ძალებით, გრანდიოზულ სიახლეებს შესთავაზებს კინო მოყვარულებს. ასე რომ imovies.cc და adjaranet.com უკვე ერთ პლატფორმაში – სუპერ სიახლეებით გაანებივრებსერთგულ მომხმარებლებს“.

marketer.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები