სამშენებლო სექტორში კონკურენციის მთავარი განმსაზღვრელი ხარისხი და მომხმარებლის ნდობაა.
ბაზარზე მუდმივი დაკვირვება, გამოცდილების გაზიარება და განვითარებაზე ორიენტირებამ კომპანია „ადლს“ მისცა რეალური შესაძლებლოება, იყოს მოწინავე კომპანია მოლონითური მშენებლობის მიმართულებით.
„ადლის“ გამოწვევებზე, მიზნებსა თუ მომხმარებლის ქცევაზე გიორგი მუშკუდიანი, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი გვესაუბრება.
1. როგორ შეაფასებდით მიმდინარე წელს სამშენებლო სექტორისთვის, რა არის მთავარი გამოწვევა და მთავარი შესაძლებლობა?
მიმდინარე წელი სექტორისთვის გამოწვევებით სავსეა, ბოლო პერიოდში მშენებლობის ტემპი ზოგადი ეკონომიკური ზრდის ფონზეც კი შენელდა. მთავარი გამოწვევა სამშენებლო მასალებისა და კვალიფიციური მუშახელის გაძვირებაა, რაც პროექტების თვითღირებულებაზე პირდაპირ აისახება. თუმცა სწორედ ეს ქმნის შესაძლებლობასაც: ბაზარი იფილტრება და უპირატესობას ენიჭებათ იმ კომპანიებს, რომლებიც სტაბილურ ხარისხს და ვადების დაცვას სთავაზობენ მომხმარებელს.
2. რა მომსახურებას სთავაზობთ ქართულ ბაზარს და რა არის თქვენი კომპანიის მთავარი ნიშა?
კომპანია „ადლი“ ქართულ ბაზარს სთავაზობს სრულყოფილ სამშენებლო მომსახურებას, რომელიც ეფუძნება ხარისხს, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და პასუხისმგებლობიან მიდგომას.
ჩვენი მთავარი ნიშა არის ისეთი პროექტების განხორციელება, სადაც ხარისხი, უსაფრთხოება, ვადების დაცვა და მომხმარებლის ინტერესები თანაბრად მნიშვნელოვანია. თითოეულ პროექტს ინდივიდუალურად ვუდგებით და ვცდილობთ დამკვეთის მოლოდინს ყოველთვის გადავაჭარბოთ.
3. ხარისხსთან ერთად სისწრაფე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, როგორია თქვენთან ხარისხისა და მშენებლობის ტემპის თანაფარდობა?
ჩვენთვის სისწრაფე არასოდეს არის ხარისხის ხარჯზე მიღწეული შედეგი.
სწორი დაგეგმვა, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, ეფექტური პროექტის მართვა და პროფესიონალი გუნდი გვაძლევს შესაძლებლობას, სამუშაოები შევასრულოთ შეთანხმებულ ვადებში ისე, რომ ხარისხის სტანდარტები სრულად იყოს დაცული.
4. მოგვიყევით თქვენს მიმდინარე პროექტებზე.
ამ ეტაპზე კომპანია რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობს, რომლებიც მოიცავს როგორც საცხოვრებელ, ასევე კომერციულ მიმართულებებს. აღსანიშნავია, რომ ახლახან დავასრულეთ კომპანია არქის დაკვეთით „არქი ისანი 2“-ის საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა.
რაც შეეხება მიმდინარე პროექტებს ვაშენებთ საოფისე შენობას „TACT Saakadze“, საცხოვრებელ კორპუსებს „არქი ნუცუბიძე 2“ და ბათუმში NEXT Address-ს. მიმდინარე პროექტების ჯამური ასაშენებელი ფართის კვადრატულობა 150 000 კვადრატულ მეტრზე მეტია.
თითოეული პროექტი დაგეგმილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა როგორც მშენებლობის ხარისხს, ისე მომავალში მომხმარებლის კომფორტსა და ენერგოეფექტურობას.

5. რა ცვლილებებს ხედავთ დამკვეთის ქცევაში - რა არის დღეს მათი მთავარი პრიორიტეტი ბინის, ან კომერციული ფართის მშენებლობის დროს?
დღევანდელი მომხმარებელი ბევრად უფრო ინფორმირებული და მომთხოვნია. თუ წლების წინ მთავარი ფაქტორი ხშირად მხოლოდ ფასი იყო, დღეს გადაწყვეტილების მიღებისას არანაკლებ მნიშვნელოვანია ხარისხი, სამშენებლო მასალები, ენერგოეფექტურობა, დეველოპერის რეპუტაცია, პროექტის ვადები და შემდგომი მომსახურებაც.
ეს ტენდენცია მთლიანად სექტორისთვის პოზიტიურია, რადგან ზრდის ხარისხის მნიშვნელობას, რაც ჩვენი მუშაობის ქვაკუთხედს წარმოადგენს. დღეს დამკვეთი უკვე ინტერესდება არა მხოლოდ საბოლოო შედეგით, არამედ იმითაც, თუ რა მასალებით შენდება პროექტი.
ჩვენ პროექტებში ვიყენებთ გერმანული საყალიბეს სისტემების კომპანია PERI-ის პროდუქციას, ასევე, დავნერგეთ ბეტონის სიმტკიცისა და შრობის მონიტორინგის სისტემა, აღნიშნული ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს მშენებლობის ტემპი გავზარდოთ, ვაკონტროლოთ ყველა პროცესი და მივიღოთ მაქსიმალური ხარისხი.
7. მიმდინარე გლობალურმა პროცესებმა, შეცვალა თუ არა მშენებლობის ფასი, როგორ რეაგირებთ ფასის ცვლილებაზე თქვენ და მომხმარებელი?
ბოლო წლებში მსოფლიო ბაზრებზე მიმდინარე პროცესებმა, ბუნებრივია, გავლენა მოახდინა სამშენებლო ინდუსტრიაზეც. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ეს ცვლილებები მაქსიმალურად ეფექტურად ვმართოთ, სწორად დავგეგმოთ შესყიდვები, ოპტიმიზაცია გავაკეთოთ პროცესებში და მომხმარებელს შევთავაზოთ საუკეთესო შესაძლო ღირებულება ხარისხის კომპრომისის გარეშე. დღეს მომხმარებელიც კარგად აცნობიერებს, რომ ხარისხიანი მშენებლობა გრძელვადიან პერსპექტივაში ყოველთვის უფრო სწორი ინვესტიციაა.
8. ხარიხსის რა სტანდარტები გაქვთ განსაზღვრული?
ჩვენთვის ხარისხი მხოლოდ საბოლოო შედეგი არ არის, ეს არის მთელი პროცესის ნაწილი. გვაქვს კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი, რომელიც ევროპული სტანდარტების შესაბამისად, მშენებლობის თითოეული ეტაპის კონტროლს ახორციელებს. ჩვენი მიზანია, თითოეული დასრულებული პროექტი იყოს უსაფრთხო, გამძლე და მომხმარებლისთვის კომფორტული.
9. როგორია თქვენი კომპანიის სამომავლო გეგმები და პროგნოზები.
ჩვენი მთავარი მიზანია მდგრადი განვითარება. წლის მეორე ნახევარში გვეგმავთ ახალი პროექტების დამატებას, თანამედროვე ტექნოლოგიების კიდევ უფრო ფართოდ დანერგვას. მიუხედავად სექტორის მიმდინარე გამოწვევებისა, დარწმუნებული ვართ, რომ სტაბილურ ხარისხსა და ნდობაზე დაფუძნებული კომპანიების პოზიცია მხოლოდ გაძლიერდება.
გვჯერა, რომ ქართულ სამშენებლო ბაზარს განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს და ადლი მზად არის, ამ პროცესში იყოს ერთ-ერთი პასუხისმგებლობიანი და ხარისხზე ორიენტირებული კომპანია.

























