მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მასშტაბები მნიშვნელოვნად გაიზარდა"

5bfd1a1a2b0c0
თამუნა დემეტრაშვილი
27.11.18 14:16
477

"არჩევნების მეორე ტურისთვის საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მასშტაბები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც არსებითი გავლენა შეიძლება იქონიოს არჩევნების შედეგებზე", - აცხადებენ საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოში.

არასამთავრობო ორგანიზაციამ მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მეორე ტურისთვის განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა ისეთი შემთხვევევების ზრდა, რომლებიც ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვად შეიძლება შეფასდეს. ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენებისა და ძალადობის შემთხვევებზე.

"პირველი ტურის წინ არსებული ტენდენცია,რომ საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებს სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი სიების შედგენას და საარჩევნო აგიტაციაში ჩართვას აიძულებდნენ“-ნათქვამია დოკუმენტში. ორგანიზაცია საარჩევნოდ მოტივირებულ ხარჯებზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ პირველ ტურის შემდგომი პერიოდი ამ მხრივ გამორჩეული იყო. "პირველი ტურის შემდეგ თითქმის ყოველდღე ვისმენდით "ქართული ოცნების" ლიდერების დაპირებებს ახალი მრავალმილიონიანი სოციალური ხასიათის პროექტების შესახებ. ეს ტენდენცია, თავისი არსით, ინტენსივობითა და სამიზნე აუდიტორიით ცხადად ატარებს საარჩევნო მოტივირებული საბიუჯეტო ხარჯვის ხასიათს, რაც სწორედ საარჩევნოდ ფინანსური ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას წარმოადგენს", - აცხადებენ ,,გამჭვირვალობა საქართველოში".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები