მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ადმინისტრაციული ხარჯები ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში ყველგან მნიშვნელოვნად შემცირებულია"

589c5f4c60732
სალომე მეცხვარიშვილი
09.02.17 17:05
1200
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ოპტიმიზაციის პროცესი ნაწილობრივ დასრულებულია, - ამის შესახებ "ბიზნესკონტრაქტს" ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს.

რამდენით მოხდა ამ დროისთვის სამინისტროში ხარჯების ოპტიმიზაცია, კონკრეტულ რიცხვებს უწყებაში არ ასახელებენ და აცხადებენ, რომ "ადმინისტრაციული ხარჯები ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში ყველგან მნიშვნელოვნად შემცირებულია".

მათი ინფორმაციით, საინვესტიციო სააგენტოს ოპტიმიზაციის პირველი ეტაპი დასრულდა, მეორე ეტაპზე, კი საინვესტიციო სააგენტო ჩვენი სამინისტროს სისტემაში გადადის.

"მისი ფუნქციები სამინისტროში შენარჩუნდება, თუმცა სტრუქტურა, როგორც ბიუროკრატიული აპარატი მთლიანად გაუქმდება.

ეკონომიკური საბჭოს ლიკვიდაცია ასევე დასრულებულია და საბჭოს ფუნქციები ინტეგრირდა ჩვენს სამინისტროში ფინანსური და სხვა რესურსების დანახარჯის გარეშე.

სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ოპტიმიზაცია, მათ შორის საკადრო უკვე ჩატარებულია, პროცესი დასრულდა ნახევარი წლის წინ და რესურსი უკვე შემცირებული გვაქვს. რაც შეეხება სამინისტროს სისტემაში შემავალ სტრუქტურულ ერთეულებს - საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს და დაქვემდებარებულ შპს-ებს, ოპტიმიზაციის პროცესი თითქმის დასრულებულია",- აცხადებენ ეკონომიკის სამინისტოში.

შეგახსენებთ, მთავრობამ ხარჯების ოპტიმიზაციის შესახებ გასულ წელს დააანონსა. ითქვა, რომ ყველა უწყება ხარჯებს 10%-10%-ით შეამცირებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები