მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან პირები, ვინც "კოვიდის" დროს იზოლაციის, კარანტინის ან პირბადის ტარების წესი დაარღვია - პარლამენტი

კოვიდი
26.06.24 20:34
240

პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 77 ხმით მხარი დაუჭირა „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, ირინე წაქაძის განცხადებით, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან ის პირები, რომლებმაც კოვიდპანდემიისას, (2021 წლის 23 ივნისიდან 2023 წლის 4 ივლისის ჩათვლით) იზოლაციის, კარანტინის ან პირბადის ტარების წესი დაარღვიეს.

ამასთან, ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლება გავრცელდება ადმინისტრაციული სახდელის − ჯარიმის შესაბამის აღუსრულებელ ნაწილზე.

„ამ კანონის მიღების შემთხვევაში, კანონის ჰუმანური მიდგომა გავრცელდება დაახლოებით 2000 პირზე, საიდანაც დიდი უმრავლესობა ფიზიკური პირია, ხოლო 38 კი იურიდიული პირი. ჯარიმის თანხების ჯამური ოდენობა შეადგენს 5,5 მლნ ლარს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები