მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Adobe-ის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი დიზაინში - იწყება!

Adobe-ის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი დიზაინში - იწყება!
03.03.24 15:11
437

IT აკადემია STEP-ის ორგანიზებით, საქართველოში Adobe-ის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი კონკურსი, რეგიონული ჩემპიონატი გაიმართება. ჩემპიონატი რამდენიმე ეტაპისგან შედგება:

  1. შესარჩევი ეტაპი - მოიცავს Adobe-ის სერტიფიცირების პროცესს, რისთვისაც რეგისტრაციები დაიწყება 3 მარტიდან და გაგრძელდება 29 აპრილის ჩათვლით
  2. რეგიონული ჩემპიონატი - გაიმართება 17 მაისს, სადაც კომპეტენტური ჟიურის მიერ გამოვლინდება 3 გამარჯვებული
  3. მსოფლიო ჩემპიონატი - 28-31 ივლისი, აშშ, კალიფორნია

ჩემპიონატის სრული პროცესი, მოიცავს ასევე მასტერკლასებსა და პერსონალურ შეხვედრებს, რაც დაეხმარებათ მონაწილეებს გაიმარტივონ გამოცდების ჩაბარების პროცესი.

Adobe-ის სერტიფიცირებულ პროფესიონალთა მსოფლიო ჩემპიონატი, ზაფხულში, აშშ-ში, ამჯერად კალიფორნიაში ჩატარდება და მასში მონაწილეობას, რეგიონულ ჩემპიონატში გამარჯვებული ახალგაზრდა დიზაინერები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან იღებენ.

Adobe Certified Professional World Championship, არის გლობალური შეჯიბრება, რომელიც Certiport-ის მიერ ყოველწლიურად იმართება. მსოფლიო ჩემპიონატის მიზანი Adobe-ის პროგრამების მცოდნე პროფესიონალების წარმოჩენა და შემდეგი თაობის დიზაინერების იდენტიფიცირებაა. მსოფლიო ჩემპიონატი 2024 წლის 28-31 ივლისს კალიფორნიაში, მსოფლიო ჩემპიონის გამოსავლენად, ყველა რეგიონულ ჩემპიონს მოუყრის თავს 70-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან.

მონაწილეები დავალების შესასრულებლად გამოიყენებენ Adobe Photoshop-ს და Adobe Illustrator-ს.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 13-იდან 22 წლამდე ასაკის, დიზაინით დაინტერესებულ პირებს, რომლებმაც 2024 წლის 12 მაისამდე უნდა ჩააბარონ ქვემოთ ჩამოთვლილი სასერტიფიკატო გამოცდები:

  • Adobe Certified Professional Visual Communication - Adobe Photoshop-ის გამოყენებით
  • Adobe Certified Professional in Graphic Design & Illustration - Adobe Illustrator-ის გამოყენებით

მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებულებს გადაეცემათ ჩემპიონის მედლები და სერტიფიკატები, ასევე დასაჩუქრდებიან ფულადი პრემიით: I ადგილი - 8000 აშშ დოლარი, II ადგილი 4000 აშშ დოლარი, III ადგილი 2000 აშშ დოლარი.

შეგახსენებთ, რომ Adobe-ის მსოფლიო ჩემპიონატში IT აკადემია STEP-ის ორგანიზებით საქართველო, უკვე მეორედ მონაწილეობს. გასულ წელს, გუნდი საუკეთესო ხუთეულში მოხვდა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო გრაფიკა-დიზაინის გლობალურ შეჯიბრზე, ჩვენი ქვეყნის წარმოსაჩენად.

დამატებითი დეტალებისთვის ეწვიეთ ვებსაიტს champion.ge

ღონისძიების ტექნიკური პარტნიორი - Lenovo

ღონისძიების მხარდამჭერები - აშშ-ის საელჩო საქართველოში, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო - GITA, საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია - ACAG, UN Woman, ProductTank Tbilisi, ახალგაზრდობის სააგენტო

მედია მხარდაჭერა - MARKETER.GE, BM.GE, AMBEBI.GE, IPN.GE, BPN.GE, INTERMEDIA.GE, KVIRISPALITRA.GE, MSHOBLEBI.GE, საზოგადოებრივი მაუწყებელი, PALITRA NEWS, RADIO PALITRA, TV IMEDI, RUSTAVI 2

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები