მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ADP-თან სტრატეგიული პარტნიორობა დიდ როლს თამაშობს TAV Airports-ის განვითარებაში - სერქან კაპტანი

64997db25a2b3
BM.GE
26.06.23 22:31
435
TAV Airports Holding-ის პრეზიდენტი სერქან კაპტანი ამბობს, რომ ADP ჯგუფთან [l’Aéroport de Paris] პარტნიორობა მათთვის მნიშვნელოვანი გამოცდილებაა და ის დიდ როლს თამაშობს TAV Airports Holding-ის განვითარებაში. ამის შესახებ მან BMG-თან ინტერვიუში ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ ADP ჯგუფი საფრანგეთში მართავს პარიზის შარლ დე გოლისა და ორლის აეროპორტებს.

“ბოლო 25 წლის განმავლობაში კომპანიას რამდენიმე მნიშვნელოვანი მიღწევა ჰქონდა. 2007 წელს მისი აქციები სტამბულის საფონდო ბირჟაზე განთავსდა, რაც პირველი ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა იყო, ხოლო შემდეგი ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯი სტრატეგიული პარტნიორის ADP-ის შემოყვანაა კომპანიაში. ADP ჩვენი ინდუსტრიული პარტნიორი გახდა და არა პარტნიორი კომპანია, რომლისგანაც ფინანსური რესურსის მოზიდვა გვსურდა და რაც მთავარია ბიზნესის კუთხით ხედვების სრული თანხვედრა გვქონდა.

მაშინ, როცა ADP-თან სტრატეგიული პარტნიორობა დავამყარეთ, TAV Airports Holding რეგიონული მოთამაშე იყო და იმისთვის, რომ ბიზნესსაქმიანობა გლობალურ მასშტაბზე გასულიყო, აუცილებელი იყო პარტნიორობა ასეთ გლობალურ მოთამაშესთან. კომპანია ADP-ის ფინანსური სიძლიერე, ბიზნესის გლობალური გამოცდილება და ნოუ ჰაუ ცხადია ძალიან დიდ როლს თამაშობს TAV Airports Holding-ის განვითარებაში. თურქეთის ლოკაციიდან გამომდინარე, ჩვენი კომპანია მძლავრად არის წარმოდგენილი ჩრდილოეთ აფრიკაში, სამხრეთ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, კავკასიაში, დსთ-ს ქვეყნებსა და ცენტრალურ აზიაში. ADP-თვის სასარგებლოა TAV Airports Holding-ის ამ რეგიონებში არსებული ძლიერი პოზიციები, ხოლო ჩვენთვის მნიშვნელოვანია ფინანსურად და ბიზნესის კუთხით ძლიერ ევროპულ კომპანიასთან სტრატეგიული პარტნიორობა",-ამბობს სერქან კაპტანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები