პლასტიკური ქირურგის ივა კუზანოვის განცხადებით, ბანკების მიერ მათთვის სესხის გაცემა შემცირებულია. ამის შესახებ კუზანოვმა „ანალიტიკას“ ეთერში განაცხადა. როგორც ის ამბობს, წინა პერიოდში მსგავს პრობლემას ადგილი არ ჰქონდა.
“ძალიან გვეხმარებოდნენ ადრე ბანკები, საქართველოს ბანკი უპროცენტო სესხს იძლეოდა პაციენტზე, ეხლა შეწყვიტეს. ამან დაარტყა ბიზნესს, საკმაოდ იკლო პაციენტების რიცხვმა.”-აცხადებს პლასტიკური ქირურგი ივა კუზანოვი.

























