მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის გარდამავალ პერიოდად ვადა 2030 წლის 1 იანვრამდე განისაზღვრება

61b8cfeea7d1b
BM.GE
14.12.21 21:09
508
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტზე პარლამენტმა პირველი მოსმენით იმსჯელა.

როგორც განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ტალიაშვილმა განაცხადა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის მიზნით, გარდამავალ პერიოდად განისაზღვრება ვადა 2030 წლის 1-ელ იანვრამდე.

მისი თქმით, გარდამავალ პერიოდში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, დამტკიცდება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის, აგრეთვე, დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის დროებითი წესი და პროცედურები.

„კანონპროექტი მნიშვნელოვანია, რათა გავზარდოთ თაობა, რომელიც იქნება კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ასპარეზზე, შრომის ბაზრის თვალსაზრისით და რომელი თაობის წარმომადგენლებიც იქნებიან მაღალი პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეები, რომელთაც ექნებათ პატივისცემა სხვა მოქალაქეების მიმართ. ეს კი აუცილებელია ინკლუზიური, ჰარმონიული საზოგადოების არსებობისთვის. ამას საფუძველს ჩვენ ჩავუყრით ძლიერი აღზრდისა და განათლების სისტემებით“,- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები