მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურე დაწესებულებებისთვის პირველადი რეგისტრაციის ვადები იცვლება

63974734f3355
BM.GE
12.12.22 19:30
647
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის დაჩქარებული წესით განიხილა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ცვლილებები დეპუტატებს კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ამილახვარმა გააცნო.

მისი თქმით, კანონის არსებული რედაქციის მიხედვით, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება ვალდებულია პირველადი რეგისტრაცია 2023 წლის 1 იანვრამდე რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში გაიაროს.  

პირველადი რეგისტრაციის პროცესში აღმოჩნდა, რომ დაწესებულებათა ნაწილი, რომლებიც ფიზიკური პირის საწარმოს სტატუსით არიან დაფუძნებული, ვერ რეგისტრირდებიან რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში, ვინაიდან არ აქვთ კანონით გათვალისწინებული იურიდიული პირის სტატუსი და შესაბამისი საიდენტიფიკაციო ნომერი.

კანონპროექტში ცვლილებების თანახმად, იმ ინდივიდუალურ მეწარმეებს, რომლებიც ახორციელებენ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურებას, შესაძლებლობა ექნებათ 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით გაიარონ პირველადი რეგისტრაცია რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში.

ამასთანავე, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების განმახორციელებელ პირებს შეეძლებათ 2024 წლის 1 იანვრამდე, დააფუძნონ იურიდიული პირი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

„ერთი მხრივ, ინდივიდუალურ მეწარმეებს ვაძლევთ საშუალებას, რომ რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირდნენ და მეორე მხრივ, ვახანგრძლივებთ რეგისტრაციის ვადას 3 თვით, ანუ 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: გიორგი ამილახვარი, ვლადიმერ კახაძე, გენრიეტა წიწავა, მაია მენაღარიშვილი, ბაია კვიციანი და ბექა დავითულიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები