მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ადრეული გაწერა შესაძლოა ხარისხიანი მკურნალობის წინაპირობად იქცეს - Geo Hospitals

6363ed5c9a6c3
ალა ისპირიანი
03.11.22 20:35
886
მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან, ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკების დაფინანსების სისტემა შეცვალა და სამედიცინო დაწესებულებები DRG-ის, იგივე მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების დაფინანსების მოდელზე გადაიყვანა.

ეს იმას ნიშნავს, რომ თუ პირველ ნოემბრამდე სახელმწიფო კლინიკას ანაზღაურებას კონკრეტულ შემთხვევაზე დადგენილი ტარიფების მიხედვით უხდიდა, 1 ნოემბრიდან პაციენტისთვის გაწეული მომსახურება დიაგნოზის მიხედვით ანაზღაურდება. აღსანიშნია, რომ ეს მიდგომა მხოლოდ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ეხება და არ ვრცელდება კერძო სადაზღვევო კომპანიებსა და კლინიკებს შორის ურთიერთობებზე.

აღნიშნული ცვლილება, "Geo Hospitals"-ის საოპერაციო დირექტორმა მაია ხომერიკმა გადაცემა „საქმიან დილაში“ შეაფასა. მისი მოსაზრებით, ამ მიმართულებით ოპერირება რთული არ იქნება, რადგან ექთნები იმ კლასიფიკატორების გამოყენებაზე, რაზეც DRG-ია დაფუძნებულები ადაპტირებულები არიან.

„DRG-ის ერთ-ერთ ნაკლად დაყოვნების შემცირებას ასახელებენ, ანუ ადრეული გაწერის სტიმულირებას თუმცა თუ სწორად შევაფასებთ, მაქსიმალური მობილიზაციით ის ადრეული გაწერა შესაძლოა ხარისხიანი მკურნალობის წინაპირობად იქცეს.

ოპერირება DRG-ის ფარგლებში არ უნდა გაძნელდეს, რადგან ჩვენი ექიმები 2010 წლიდან ადაპტირებულები არიან მისი კლასიფიკატორების გამოყენებაზე“, - ამბობს იგი და დასძენს, რომ კვალიფიციური ექთნების დახმარებით და მაქსიმალურად მობილიზებული რესურსებით ხარისხიანი ჯანდაცვის უზრუნველყოფა შესაძლებელია. 


DRG ლატვიის მოდელით - დაფინანსების ახალ სისტემ




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები