მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ადრეული მონიტორინგის სისტემები საქართველოში - რისთვის უნდა ვიყოთ მზად?

დიდთოვლობამ მოიცვა და დაფარა გურიისა და იმერეთის სოფლების ნაწილი, ტრადიციულად გაუჭირდა ზემო აჭარას. სახელმწიფო უწყებებისა და სამაშველო რაზმების გარდა, სოფლებში ყოველგვარი კომუნიკაციების გარეშე ჩარჩენილთათვის აქტიურობენ მოხალისეთა რაზმები და ჯგუფები. დიდთოვლობის შემდეგ დასავლეთ საქართველოში ღვარცოფული და მეწყრული პროცესების გააქტიურებაა მოსალოდნელი. სპეციალისტების შეფასებით, მთავარი რისკ-ზონა გურიის რეგიონია, სადაც 2024 წლის გეოლოგიური ბიულეტენის მიხედვით, 1638 ოჯახი მეწყერსაშიშ ან ეროზიულ ზონაში ცხოვრობს. გარემოსდამცველები ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებად დეტალური გეგმების დროული შემუშავებისკენ მოუწოდებენ და ადრეული მონიტორინგის სისტემების მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები