მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ადვოკატი: ლაურა ღაჭავას გირაოს სახით 500 ათასი ლარის გადახდის საშუალება არ აქვს

5d5ea5fa9dcb8
დავით ჯალაღონია
22.08.19 18:25
723
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას აღკვეთის ღონისძიების სახით 500 ათასი ლარის გირაო შეუფარდა. გარდა ამისა, მას ეკრძალება საზღვრის გადაკვეთა წინასწარი შეთანხმების გარეშე.

როგორც BM.GE–ს მისმა ადვოკატმა კობა ამბარდნიშვილმა განუცხადა, ღაჭავას ამ თანხის გადახდის საშუალება არ აქვს.

ამასთან, ადვოკატმა აღნიშნა, რომ ის და მისი დაცვის ქვეშ მყოფი დღის ბოლომდე გადაწყვეტენ, გაასაჩივრებენ თუ არა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

შეგახსენებთ, ლაურა ღაჭავას წინააღმდეგ საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების გზით, დამატებული ღირებულების გადასახადში ყალბი აქტივების შექმნის შედეგად ღაჭავამ სახელმწიფოს 2 160 955 ლარის ზიანი მიაყენა.

ღაჭავას წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. მას 4-დან 7-წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები