მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ადვოკატი: მამუკა ხაზარაძემ გახარიას წერილზე ბიზნესმენებთან იანვარში ისაუბრა

5c7fe06fd1922
ლევან თაღიაშვილი
06.03.19 19:05
1040
"თიბისი ბანკის" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ადვოკატი ზვიად კორძაძე განმარტავს, რატომ არ გააგზავნა წერილი ლონდონში მამუკა ხაზარაძემ მიღებისთანავე. საუბარია წერილზე, რომელიც ხაზარაძის მტკიცებით, მან შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას მიიღო.

"თუ გამოძიებას ასეთი პოზიცია ჰქონდა, რომ ვერ გააგრძელებდა გამოძიებას, ეს გარკვეული იყო პროცესის პირველ 10 წუთში. მეორე 5 წუთში გაირკვა, რომ მამუკა ხაზარაძე ამ ეტაპზე არ აპირებდა შუამავლის დასახელებას, რადგან შუამავალთან არ იყო შეთანხმებული. რას ვაკეთებდით დანარჩენი საათი და 45 წუთი? პროკურატურა დაინტერედა იმ საღამოს, როდესაც წერილი მიიღო ხაზარაძემ, უთხრა თუ არა ვინმეს. დაინტერესდა გვარებით, ასევე იმით, რომ მამუკამ ამ წერილის შესახებ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე იანვარში ისაუბრა. ასევე მამუკამ თქვა, რომ 2 ნოემბერს გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც მან დააკმაყოფილა განცხადებაში ნათქვამი ერთ-ერთი მოთხოვნა და ამის შედგენაში კონკრეტული ადამიანი ეხმარებოდა და მისი გვარიც თქვა. ეს მონაცემები რაში სჭირდებოდა პროკურატურას? პროკურატურას არათუ ჰქონდა საფუძველი შემდგომი გამოძიების გასაგრძელებლად, მისი მოთხოვნით დასახელდა ეს გვარები, რატომ გრძელდებოდა 2 საათის განმავლობაში ეს დაკითხვა.

წერილი ექსპერტიზაზე რამდენიმე პერიოდის წინ გავაგზავნეთ და არა მიღებისთანავე, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მაშინ, როგორც მამუკა ამბობს, წერილის ერთ-ერთი მოთხოვნა დაკმაყოფილდა", - განაცხადა ზვიად კორძაძემ და დასძინა, რომ "მამუკას მხრიდან მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ კომუნიკაცია არ ყოფილა".

"ყოველ შემთხვევაში, მე არ მაქვს ამაზე ინფორმაცია და არც მამუკას განუცხადებია", - აღნიშნა მან.

ადვოკატი თქმით, "ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამ დღეების განმავლობაში წერილი გახდა თემის მთავარი ნაწილი, მაშინ, როდესაც სინამდვილეში ძირითადი საქმე სხვა არის, ადამიანს აბრალებენ ფულის გათეთრებას".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები