მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ადვოკატი მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის დაკითხვის ოქმების გამოქვეყნებას ითხოვს

5c7915801300f
თელარა გელანტია
01.03.19 15:17
1209
მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად კორძაძე განცახდებას ავრცელებს, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ.

"ჩემი განცხადების პასუხად პროკურატურამ განმარტა რომ საქმეს არ ადევს გრიფი საიდუმლო. აღნიშნული გარემოების და იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ საქმეზე დიდია საზოგადოებრივი ინტერესი, რასაც თავად პროკურატურაც ადასტურებს, ვთხოვთ საგამოძიებო ორგანოს, სრულად გამოაქვეყნოს მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მოწმედ დაკითხვის ოქმები. მით უფრო რომ ასეთი პრეცედენტი მან უკვე შექმნა ჩვენების ცალკეული ნაწილის გამოქვეყნებით. აღნიშნული გამორიცხავს ჩვენებიდან ამონარიდებით არასწორი წარმოდგენების შექმნას და საზოგადოებას თავად მიეცემა საშუალება გააკეთოს დასკვნები", -ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, დღეს დილით ადვოკატმა კიდევ ერთი განცხადება გამოაქვეყნა სადაც ნათქვამი იყო, რომ თიბისი ბანკის თანადამფუძნებლების საქმეს გრიფი საიდუმლო ადევს. მოგვიანებით, bm.ge-ს საქართველოს პროკურატურაში განუცხადეს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები