"თიბისი ბანკის" დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატის ზვიად კორძაძის განცხადებით, ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე საგამოძიებო უწყება 15-20 პირის სატელეფონო საუბარს უსმენდა. ამის შესახებ მან "TV პირველის" გადაცემაში "პირველები" საუბრისას განაცხადა.
"პროკურატურის მიერ გადმოცემული საქმიდან, ორი ტომი არის მოსმენები (სატელეფონო), მათ შორის ბადრის, მამუკას, ავთო წერეთლის, მისი შვილის (ვახტანგ წერეთელი - "TV პირველის" მფლობელი), "სამგორის" თანამშრომლების, რომელთა მოსმენა ამ პერიოდში ხორციელდებოდა.
არაფერია ამ ჩანაწერებში ისეთი, რომელიც შეიძლება, ვინმეს რაიმე მტკიცებულებად გამოადგეს", - განაცხადა ადვოკატმა და დასძინა, რომ მოსმენები სასამართლოს სანქციის საფუძველზე ხორციელდებოდა.
მისივე ინფორმაციით, სატელეფონო მოსმენები გასული წლის სექტემბრიდან გაზაფხულამდე პერიოდში ხორციელდებოდა.

























