მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში ირაკლი ყანდაშვილმა გაიმარჯვა - წინასწარი შედეგები

ჩომახაშვილი ყანდაშვილი

პირველადი მონაცემებით, ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების მეორე ტურში 107 ხმით ირაკლი ყანდაშვილმა გაიმარჯვა, რომელმაც 1 473 ხმა მიიღო, მისმა კონკურენტმა ირაკლი ჩომახაშვილმა 1 366 ხმა.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების პირველი ტური 14 დეკემბერს გაიმართა. 14 დეკემბრის კრებაზე აირჩიეს აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრები.

რაც შეეხება პირველი ტურის შედეგებს:

ირაკლი ჩომახაშვილი - 1 109 ხმა
ირაკლი ყანდაშვილი - 1 283 ხმა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები