მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ADwise, Konica Minolta–ს უნიკალური ტექნოლოგიით, ბეჭდვის ქართულ ბაზარზე ახალ წესებს აწესებს - (R)

6163f8d5bd4c0
BM.GE
11.10.21 12:39
957
MGI JETVARNISH 3DS & iFOIL-S არის ბეჭდვის სისტემა ციფრული გაფორმებისთვის. ეს მანქანა დაბეჭდილ სამუშაოს განსაკუთრებულ, სანახაობრივ ნაშრომად აქცევს, რაც მომხმარებელთა ყურადღებას დაუყოვნებლივ მიიპყრობს.

Adwise Group ქართულ ბაზარზე, ბეჭდვის ინდუსტრიაში ერთ–ერთი უმსხვილესი მწარმოებელია. „წელს, მიუხედავად პანდემიის გამო შექმნილი ვითარებისა, გადავწყვიტეთ Konica Minolta-სთან ერთად დიდი ინვესტიცია ჩაგვედო და ქართულ ბაზარზე სრულიად ახალი და უნიკალური ტექნოლოგია შემოგვეტანა. ჩვენ მზად ვართ მცირე და საშუალო ბიზნესებს საშუალება მივცეთ, რომ შეფუთვის, ეტიკეტის თუ სარეკლამო მასალის დამზადებისას ახალი გადაწყვეტილებები გამოიყენონ. ამ მოწყობილობით მიღებული მაღალი ხარისხის დამსახურებით, ქართული კომპანიები შეძლებენ, რომ თავისი შეფუთვები და ეტიკეტები გაცილებით ხარისხიანი გახადონ, თავიანთი იდეები უფრო ეფექტურად გამოხატონ და პროდუქტი მაღაზიის თაროებზე უკეთ წარმოადგინონ, უფრო მეტიც, კონკურენცია გაუწიონ იმპორტირებულ საქონელს“ – განმარტავს ბექა ბუბუტეიშვილი, Adwise Group–ის დამფუძნებელი.





ბექა დასძენს: „ყოველთვის ვოცნებობდი, კოლეგებისთვის, პარტნიორებისთვის თუ მომხმარებლებისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების ყველა უპირატესობა გამეცნო, ყველაფერი ის რასაც თანამედროვე სამყარო დღეს წარმატებით იყენებს.“

Konica Minolta-ს სავაჭრო წარმომადგენელი საქართველოში, გიორგი გალუაშვილი ფიქრობს, რომ Adwise, თავისი MGI-ით, ქართულ ბეჭდვით ბაზარზე ნამდვილი ინოვატორი გახდა.

„ეს არის ძალიან სერიოზული და დიდი პროექტი. ჩვენ მასზე რამდენიმე თვის განმავლობაში ვმუშაობდით და ეს მოწყობილობა მისი განხორციელების ერთ–ერთი ეტაპია. ციფრული ბაზრისა და მდგრადი მოთხოვნის შესაქმნელად დიდი გზა უნდა გავიაროთ. ეს მოწყობილობა ციფრული გვერდის მოცულობას გაზრდის და საშუალებას მოგვცემს, რომ ბაზარზე უფრო მეტი ბეჭდური სისტემა დავამონტაჟოთ“, – ამბობს გიორგი.





„MGI მოწყობილობა ინჟინერიის მწვერვალია. ეს ტექნოლოგია ბეჭდვას და გალაქვას ერთობ მარტივ და ხელმისაწვდომ ციფრულ პროცესად გარდაქმნის. თქვენ აღარ დაგჭირდებათ ბეჭდვისთვის მოსამზადებელი რთული სამუშაოები ან დამატებითი ნაწილების შეკვეთა, მაგალითად – ფირფიტების და ბეჭდების. სრულად გაფორმებული ბეჭდვითი პროდუქტი სულ რაღაც 15 წუთში მზად იქნება. Adwise ქართულ ბაზარს პრემიუმ ხარისხის შეფუთვას, ეტიკეტებს და ასევე მოთხოვნისამებრ მოკლე, საშუალო ან გრძელვადიან მარკეტინგულ პროდუქტს შესთავაზებს.

უკრაინაში MGI–ს პირველი მფლობელი, ცნობილი გახდა როგორც ნამდვილი რევოლუციონერი ბაზარზე. ვფიქრობ, Adwise მის მაგალითს გაიმეორებს,“ – დასძენს ევგენი შილიაევი, Konica Minolta–ს გაყიდვების დირექტორი უკრაინასა და საქართველოში.

შეგახსენებთ, რომ Konica Minolta ქართულ ბაზარზე 2019 წელს გამოჩნდა და მისი მიზანი იყო დახმარებოდა კომპანიებს, პროდუქტიულობისა და ეფექტურობის გაუმჯობესებაში.

Adwise Group–ის შესახებ

Adwise Group ქართულ ბაზარზე 2008 წლიდან ფუნქციონირებს. დიდი ხნის განმავლობაში კომპანია დიზაინისა და სარეკლამო მომსახურების სრულ ასორტიმენტს უმოკლეს ვადაში უზრუნველყოფდა. 2014 წლიდან ის შეფუთვისა და სარეკლამო პროდუქტების მთავარი მწარმოებელი გახდა. კომპანია ორიენტირებულია როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის, ასევე მსხვილი საწარმოების მიღწევებზე.

Konica Minolta–ს შესახებ

თბილისში დაფუძნებული Konica Minolta Business Solutions Georgia გლობალური Konica Minolta Inc.–ის (ტოკიო, იაპონია) ნაწილია. Konica Minolta Business Solutions Georgia 2019 წლის მაისიდან მუშაობს და სერვისების მუდმივ განვითარებაზეა ფოკუსირებული.

კომპანია IT სფეროში გლობალური სერვისების პროვაიდერია და ციფრული ბეჭდვის სფეროში ინოვაციური გადაწყვეტილებებით გამოირჩევა. გარდა ამისა, ბიზნეს კონსულტაციების სერვისიც აქვს, რაც მენეჯმენტს და მსოფლიოს წამყვანი ბეჭდვის სისტემებისა თუ გადაწყვეტილებების განხორციელებას გულისხმობს.

Konica Milolta–ს ბეჭდვის შესაძლებლობების შეთავაზება მბეჭდავებს, კონვერტორებს თუ ბრენდის მფლობელებს საშუალებას აძლევს რომ სამუშაოების ავტომატიზაციის გაზრდით ეფექტურობაც გაზარდონ. კომპანიას კონსულტაციის გაწევა ყველა საკომუნიკაციო საკითხში, ასევე უახლეს წარმოებასთან, შეფუთვასთან თუ ეტიკეტის ბეჭდვასთან დაკავშირებით შეუძლია. მისი შექმნილი მოწყობილობები გამორჩეულ ბეჭდვით პროდუქციას ქმნიან. Konica Minolta უკვე 10 წელია ევროპის ბეჭდვის ბაზარზე ლიდერის პოზიციას იკავებს. 

ტექნოლოგიების ლიდერი Konica Minolta მზადაა, მომხმარებელს ინოვაციური გადაწყვეტილებებით დაეხმაროს და კვლევებსა და განვითარებაში ინვესტიციები ჩადოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები