მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აეროდრომების განვითარების კონცეფციაზე მუშაობა დასრულებულია

5b3f3f2becbaa
მარიამ ადამია
06.07.18 14:05
520
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის ქეთევან ალექსიძის განცხადებით, აეროდრომების განვითარების კონცეფცია უკვე დასრულებულია. კონცეფცია მოიცავს საკითხს, თუ რამდენი აეროდრომის გაკეთებაა პერსპექტიული და სად.

„კონცეფცია გულისხმობს იმ ბევრი არსებული აეროდრომიდან რომელიც გვაქვს, რომლის გამოყენება არის შესაძლებელი. თუ სად აღარ უნდა იყოს აეროპორტი და სად შეგვიძლია, არსებული ტერიტორია სხვა საინვესტიციო პროექტისთვის გამოვიყენოთ. ასევე, მთავრობამ კონცეფციის მიხედვით განსაზღვრა, რომელი აეროპორტი შეიძლება იყოს საინტერესო კერძო ბიზნესისთვის და რომელში უნდა ჩაერთოს სახელმწიფო.“ - განუცხადა ქეთი ალექსიძემ BM.GE-ს.

მისი თქმით, კონცეფციის დეტალები და მეტი კონკრეტიკა მედიას უკვე ზაფხულის ბოლოსთვის ეცოდინება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები