მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„აეროფლოტმა“ საინფორმაციო სისტემაში ხარვეზების გამო ავიარეისები გააუქმა და გადადო

აეროფლოტი

„აეროფლოტის“ საინფორმაციო სისტემაში ხარვეზების დაფიქსირდა. რუსული ავიაკომპანია მომსახურების შესაძლო შეფერხებებისა და ფრენების განრიგის „იძულებითი ცვლილებების“ შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც ფრენების გაუქმებისა და გადადების შესახებ იუწყება. გავრცელებულ ინფორმაციაში დაკონკრეტებული არ არის რომელი ფრენები გაუქმდა ან გადაიდო.

„აეროფლოტი“ მგზავრებს მოუწოდებს თვალი ადევნონ ვებგვერდზე წარმოდგენილ ონლაინ-განრიგს და აეროპორტების განცხადებებს.

კომპანიაში სისტემის შეფერხებების მიზეზს არ აკონკრეტებენ და დასძენენ, რომ „ფრენის გეგმის შესრულების რისკების მინიმიზაციაზე“ მუშაობენ, რათა სერვისების მუშაობა საშტატო რეჟიმში აღდგეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები