მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აეროპორტების გაერთიანება EUROBASKET-ზე ფრენებს კიდევ დაასუბსიდირებს

კალათბურთი

მას შემდეგ, რაც საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა საფრანგეთთან ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და EUROBASKET-ის შემდეგ ეტაპზე გავიდა, აეროპორტების გაერთიანება ფრენებს კიდევ დაასუბსიდირებს.

სახელმწიფოსგან დაფინანსებულ ფრენას ფინეთის მიმართულებით ამჯერად air Baltic-ი შეასრულებს. რამდენს გადაუხდის სახელმწიფო კომპანია air Baltic-ს ეს ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გახდება ცნობილი.

"საქართველოს მთავრობის ინიციატივით, EUROBASKET 2025-ის საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული წარმატების, მეოთხედფინალში გასვლასთან დაკავშირებით, აეროპორტების გაერთიანებამ დამატებით კიდევ ერთი სუბსიდირებული რეისი დანიშნა. სუბსიდირებული რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რიგის მიმართულებით 10 სექტემბერს, დილის 07:00 საათზე შესრულდება, ხოლო უკან საქართველოში გულშემატკივრები 11 სექტემბერს დაბრუნდებიან. აეროპორტების გაერთიანების მიერ სუბსიდირებული ცალმხრივი ავიაბილეთის ღირებულება 195 ევროა. ბილეთების შეძენა ონლაინ პლატფორმა TKTFLY.GE/eurobasket-ზე დღეს, 20:00 საათიდან იქნება შესაძლებელი.

რეისი სრულად მორგებულია საქართველოს ნაკრების ისტორიულ მეოთხედფინალურ მატჩზე ფინეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, რომელიც 10 სექტემბერს, საქართველოს დროით 18:00 საათზე გაიმართება. ლატვიის დედაქალაქში სუბსიდირებული რეისით გაფრენის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ მგზავრებს, რომლებიც გაფრენამდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში EUROBASKET 2025-ის მატჩზე დასასწრები ბილეთის წარმოდგენას შეძლებენ", - აღნიშნულია აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ აეროპორტების გაერთიანებამ EUROBASKET-ზე ჩარტერული რეისების შესრულებისთვის, Georgian Airways-ს უკვე გაუფორმა 150 ათასი ევროს ღირებულების ხელშეკრულება.

7 სექტემბერს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტის მერვედფინალში ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი საფრანგეთი 80:70 დაამარცხა. 10 სექტემბერს კი მეოთხედფინალში ფინეთის ეროვნულ ნაკრებს შეხვდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები