მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აეროპორტების გაერთიანება, ქუთაისის აეროპორტთან ერთად რეგიონში ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია - ირაკლი ქარქაშაძე

64a837d0bb4ef
BM.GE
07.07.23 20:41
599
აეროპორტების გაერთიანება, ქუთაისის აეროპორტთან ერთად რეგიონში ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია - ამის შესახებ  საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, კადრები რომლებიც UAG-ში დასაქმდებიან იყვნენ მაღალი კვალიფიკაციის.

მან ასევე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან (KIU) თანამშრომლობის დაწყების მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ , სტუდენტები საწარმოო პრაქტიკას და სტაჟირებას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცენტრალურ ოფისში, ასევე კომპანიის მიერ ოპერირებად აეროპორტებში: ქუთაისში, მესტიასა და ამბროლაურში გაივლიან. ასევე, სტუდენტები ჩაერთვებიან საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სხვადასხვა პროექტებსა და ღონისძიებებში.

,,ეს არის რეგიონში პირველი გადადგმული ნაბიჯი ქუთაისის აეროპორტისა და უნივერსიტეტის დაახლოების კუთხით. ჩვენი თანამშრომლობა უკვე დაიწყო და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს უნდა ველოდოთ. აეროპორტების გაერთიანება, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან ერთად რეგიონში ერთ ერთი მსხვილი დამსაქმებელია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კადრები რომლებიც ჩვენთან დასაქმდებიან იყვნენ მაღალი კვალიფიკაციის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი მხრიდან და დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს რეგიონში ქუთაისის აეროპორტის კიდევ უფრო ძლიერად პოზიციონირებას არამხოლოდ მგზავრთნაკადის მხრივ, არამედ როგორც რეგიონის ეკონომიკურ მასტიმულირებელს", - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

თანამშრომლობის ძირითადი მიზანია უნივერსიტეტმა და აეროპორტების გაერთიანებამ ითანამშრომლონ სხვადასხვა საგანმანათლებლო, სამეცნიერო, სტუდენტური ცხოვრების, ახალი ტექნოლოგიების და ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით ერთობლივი პროექტების და ღონისძიებების განსახორციელებლად. პირველ რიგში კი თანამშრომლობა მოიცა კვალიფიციური კადრების მოზიდვას.

UAG-ს და KIU-ს შორის დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ მოაწერეს.

ღონისძიებას KIU-ს სტუდენტები, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ფონდი "ქართუს“ პროექტების დირექტორი ვახტანგ ცაგარელი დაესწრნენ, რომელმაც ცერემონიის შემდეგ ირაკლი ქარქაშაძეს უნივერსიტეტის კამპუსი დაათვალიერებინა და დაგეგმილი პროექტები გააცნო. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) ფონდი ქართუ აფინანსებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები