მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აეროპორტების გაერთიანების განცხადება WizzAir-ის გაუქმებულ რეისზე

5b33d744bf997
BM.GE
27.06.18 22:27
1721

კომპანია ვიზეარმა, ბარსელონას მიმართულებით რეისი, გაფრენამდე რამდენიმე საათით ადრე გააუქმა და საქართველოში გაფრთხილების გარეშე 180 ადამიანი დატოვა.
დაზარალებულმა მგზავრებმა მიმართეს კომპანიის წარმომადგენლებს, რომ შემდეგი რეისით გაეშვათ ისინი ბარსელონას მიმართულებით, ან კომპენსაცია გადაეხადათ, თუმცა არსებული ინფორმაციით, ავიაკომპანიამ მგზავრებს უარი განუცხადა. მათი თქმით, უახლოეს ფრენებზე ადგილი არ არის, ახლო მომავალში კი დაზარალებულ მგზავრებს შეეძლებათ მხოლოდ ათენში, პარიზსა და ვარშაში გაფრენა.

საკითხზე განცხადებას ავრცელებს აეროპორტების გაერთიანებაც:

„ავიაკომპანია ვიზეარის თვითმფრინავის რეისის ქუთაისი-ბარსელონას შესრულების დროს დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი. კომპანიის ტექნიკოსების და თვითმფრინავის კაპიტანის რეკომენდაციით მიღებულ იქნა რეისის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება. მგზავრებს ბილეთების მომდევნო რეისებზე გადასაცვლელად, ან თანხის უკან დასაბრუნებლად შეუძლიათ მიმართონ საინფორმაციო სამსახურს ადგილზე. ან დაუკავშირდნენ ავიაკომპანია ვიზეარის ცხელ ხაზს: 07 06 777 483. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ბოდიშს უხდის მგზავრებს შექმნილი დისკომფორტის გამო. ის მგზავრები, რომლებიც გაფრენას მომდევნო რეისით გადაწყვეტენ, მათი ტრანსპორტირებისა და სასტუმროს ხარჯებს კომპანია ვიზეარი აანაზღაურებს”, - ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები