მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აეროპორტების გაერთიანების ყოფილი ხელმძღვანელი საქმიანობას ბიზნესში აგრძელებს

ირაკლი ქარქაშაძე

აეროპორტების გაერთიანების ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი ქარქაშაძე საქმიანობას კერძო სექტორში აგრძელებს.

როგორც ქარქაშაძემ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, მან "საქაერონავიგაციის" სამეთვალყურეო საბჭო ივნისში დატოვა და ამჟამად კომპანია Nebula AI Hub-ში საავიაციო მიმართულებით კომერციული დირექტორის თანამდებობას იკავებს.

“ზოგადად, ძალიან მიზიდავს ახალი გამოწვევები და ის ინდუსტრია, სადაც დღეს ვაქტიურობ, ეს არის დეველოპმენტი AI-ზე დაყრდნობით, საავიაციო მიმართულებით ჩემთვის იყო ახალი გამოწვევა, რომელმაც ძალიან დამაინტერესა. გარდა ამისა, პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიურობის მომავალია და ძალიან მინდოდა, რომ ჩემი თავი ამ მიმართულებითაც გამომეცადა. ეს არის საქართველოში დაფუძნებული პირველი AI ხელოვნური ინტელექტის ბაზა, რომელიც ძალიან ბევრ მიმართულებას აერთიანებს.

მე ავიაციაზე ვარ პასუხისმგებელი. აეროპორტებისთვის, ავიაკომპანიებისთვის საავიაციო პროდუქტებს ვქმნით. თუმცა ხელოვნური ინტელექტი არის მომავალი არა მხოლოდ ავიაციისთვის, არამედ ბევრი ინდუსტრიისთვის და ამ მიმართულებით ძალიან ძლიერ გუნდთან ერთად ვმუშაობთ”, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

ცნობისთვის, ირაკლი ქარქაშაძე აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელის თანამდებობას მიმდინარე წლის მარტამდე იკავებდა, რის შემდეგაც რამდენიმე თვის განმავლობაში "საქაერონავიგაციის" სამეთვალყურეო საბჭოში იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები