მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"აეროპორტების მშენებლობა სახელმწიფომ ინვესტორისთვის მიმზიდველი უნდა გახადოს"

5cf3b51e0c015
თათია ჩაფიჩაძე
02.06.19 17:00
1353
„თუ აეროპორტების პროექტს სახელმწიფო შეკრავს ისე, რომ კომერციულად მომგებიანი იქნება და შემდეგ მოიწვევს კერძო ინვესტორებს ტენდერით, წარმომიდგენია, რომ სახელმწიფოს მონაწილეობა შესაძლებელია“ - ასე პასუხობს „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ უფროსი ანალიტიკოსი ბესო ნამჩავაძე ახალი აეროპორტების მშენებლობაში სახელმწიფოს მონაწილეობის შესახებ დასმულ შეკითხვას.

მისი თქმით, სახელმწიფოს როლი და წილი პროექტში, შესაძლოა, მცირე იყოს, მაგალითად, მიწით ან რაიმე სხვა მიმართულებით, რომ პროექტი გაუიაფოს ინვესტორს.

ნამჩავაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში ინვესტორების დაბალი ინტერესების მიზეზებზეც ისუაბრა.

„აეროპორტების ასაშენებლად, ისევე როგორც სხვა სფეროებში მსხვილი ინვესტორები არ შემოდიან. მიზეზები ბევრია, მათ შორის არასტაბილური სიტუაცია, იგივე რუსეთის ფაქტორი. ზოგადი ბიზნეს გარემოს შეფასება შორს წაგვიყვანს, მაგრამ მეორეა კიდევ რამდენად სჭირდებათ ამ ტურისტებს ფრენა, იმიტომ რომ ძირითადად რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან და უკრაინიდან პირდაპირ გადმოდიან, ეს ქვეყნებია ძირითადი. დანარჩენი ცალკეა. ამიტომ დასათველია რომ კომერციულად მომგებიანი იყოს“ - განაცხადა ნამჩავაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები