მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აეროპორტებისა და რკინიგზის ბლოკადა: ჰონგ-კონგი მასობრივი პროტესტის ფონზე

5d47dca13e510
მიხეილ ხაჩიძე
05.08.19 19:30
746
ჰონგ-კონგი საპროტესტო ქაოსშია. ქალაქი დღეს მორიგმა მასობრივმა გაფიცვამ მოიცვა. მომიტინგეებმა მეტროს ხაზები, რკინიგზა და სატრანსპორტო გზები გადაკეტეს.

გარდა ამისა, CNN-ის ინფორმაციით, აეროპორტში ათობით თანამშრომელი სხვადასხვა მიზეზის გამო, არ გამოცხადდა, რის შედეგადაც, 100-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდა.

როგორც დღეს დილით ჰონგ-კონგის მთავრობის ხელმძღვანელმა კარი ლემმა მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აქციები ფინანსური მეტროპოლისთის საფრთხეს წარმოადგენს.

"დემონსტრანტები ქალაქში საშიშ სიტუაციას ქმნიან", – აღნიშნა მან. მისივე თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჰონგ-კონგში წესრიგი აღდგეს და მოსახლეობის ნდობა დაიბრუნონ.

მასობრივი პროტესტი, რომელიც ჰონგ-კონგში 9 კვირის წინ დაიწყო, ახლა უკვე ქალაქის 8 რაიონში მიმდინარეობს და მას სხვადასხვა სექტროში დასაქმებული 24 ათასი ადამიანი შეუერთდა. აქციები ჩინეთში ექსტრადირების შესახებ კანონპროექტს მოჰყვა. პროტესტის გამო, მთავრობამ საკითხის განხილვა შეაჩერა, თუმცა მომიტინგეები კანონპროექტის მთლიანად გაუქმებას ითხოვენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები