მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აეროპორტებში სოციალური დისტანცირების დაცვა "ფიზიკურად შეუძლებელია" – ჰითროუს ხელმძღვანელი

5eac651e06379
თამთა ჯიჯავაძე
02.05.20 00:10
986
აეროპორტებში სოციალური დისტანცირება ფიზიკურად შეუძლებელია. ამის შესახებ ლონდონის ჰითროუს აეროპორტის ხელმძღვანელი აცხადებს. ჯონ ჰოლანდ კაის თქმით, სოციალური დისტანცირება არ მუშაობს არცერთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

თუმცა, ევროპის ყველაზე დატვირთული აეროპორტის აღმასრულებელი ხელმძღვანელი ამბობს, რომ აეროპორტებს მოუწევთ სკრინინგის უზრუნველყოფა ჯანმრთელობის მდგომაროების შემოწმების მიზნით, ასევე მგზავრებს მოუწევთ პირბადეების ტარებას.

მისივე თქმით აეროპორტებს გარკვეული ზომების მიღება კორონავირუსის ვაქცინის შექმნამდე დასჭირდებათ, რათა შეამცირონ ინფექციის გავრცელების რისკი.

„ეს ზომები შესაძლოა იყოს ჯანმრთელობის სკრინინგი ტერმინალზე შემოსვლამდე, და თუ მგზავრს მაღალი ტემპერატურა აქვს, მას არ დაუშვებენ ბორტზე“, – განაცხადა ჰითროუს აეროპორტის ხელმძღვანელმა.

აღნიშნულს ეთანხმება Ryanair-ის დირექტორი მაიკლ ოლერი, მისი თქმით, ტემპერატურის შემოწმება კარგი საშუალებაა. ამასობაში EasyJet-ში განაცხადეს, რომ მათ შესაძლოა შუა სკამი გააუქმონ ბორტზე, რათა შეძლონ ფრენების ოპერირება უსაფრთხოდ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები