ამერიკული როკ-ჯგუფი Aerosmith-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა დღეს, დილის 9:00 საათზე დაიწყო და დღის 12:00 საათისთვის ბილეთების 99% უკვე გაყიდული იყო.
Google analytics-ის მონაცემების მიხედვით,საქართველოს გარდა, აქტივობის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა მეზობელი ქვეყნებიდან:
სომხეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი.
Check In Georgia-ს პროექტის ფარგლებში, 20 მაისს, Black Sea Arena როკის შემსრულებელ, Aerosmith-ს უმასპინძლებს. ჯგუფი ქართველი მსმენელის წინაშე 2017 წლის ევროტურის “Aero-Vederci Baby!” ფარგლებში წარდგება.

























