მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აფხაზები იმედოვნებენ, რომ ივანიშვილი აფხაზებისთვის სწორ სიტყვებს იპოვის

ბიძინა ივანიშვილი

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ქართულმა მხარემ უნდა გამონახოს ძალა, რომ 2008 წელს მომხდარის გამო ბოდიში მოიხადოს. ე.წ. სამინისტრო იმედოვნებს, რომ ბიძინა ივანშვილია გულწრფელია.

"მიუხედავად იმისა, რომ ეს განცხადება პირდაპირ არ ეხება აფხაზეთის რესპუბლიკას, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ასეთი განცხადება თუ ის შერიგებისკენ რეალური ნაბიჯია, წარსული შეცდომების გადაფასებას და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდას, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდების უარყოფას და სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას ითვალისწინებს, შეიძლება, მშვიდობიანი არსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი იყოს. ბატონი ივანიშვილის განცხადება ცხადყოფს, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს შიდა გადაფასების და შეცდომების აღიარების რესურსი, როგორც ეს არაერთხელ მოხდა ჩვენს ურთიერთობებში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ე.წ. სამინისტროში XX საუკუნის მოვლენები გაიხსენეს:

"ჯერ კიდევ 1956 წელს საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა აგვისტოს პლენუმზე, ი.სტალინისა და ლ.ბერიას დროს, საქართველოს ხელმძღვანელობის ქმედება დაგმო. 1978 წლის 27 ივნისს, ედუარდ შევარდნაძემ საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის XI პლენუმზე განაცხადა: "პირდაპირ უნდა ითქვას, რომ წარსულში, ჩვენთვის ცნობილ პერიოდში, აფხაზი ხალხის მიმართ პოლიტიკა ტარდებოდა, რომელსაც შოვინისტური უნდა ვუწოდოთ, რაც ძირეულად ეწინააღმდეგება როგორც ქართველი ხალხის, ასევე აფხაზი ხალხის ინტერესებს. სამწუხაროდ, ამან ხელი არ შეუშლია ​​ბატონ შევარდნაძეს 1992 წელს აფხაზეთში ომის დაწყებაში", - წერია განცხადებაში.

აფხაზეთის ე.წ. სამინისტრო იმედოვნებს, რომ ივანიშვილი უფრო გულწრფელია თავის განზრახვებში და აფხაზ ხალხთან მიმართებით სწორ სიტყვებს იპოვის , რომელიც ამჯერად საქმეს არ გადაუხვევს და დასრულდება იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის ხელმოწერით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები