ოკუპირებული აფხაზეთისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვარზე აპრილ-ივნისში 210 "კანონდამრღვევი" გამოავლინეს.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსახური წერს, რომ მეორე კვარტალში "აფხაზეთის СГБ -ემ" და რუსეთის ФСБ-ემ კონტრაბანდული ტვირთის გადატანის 15 მცდელობა აღკვეთეს.
მათი ინფორმაციით, ამოღებულია 100-ზე მეტი ბლოკი თამბაქოს ნაწარმი და 550-ზე მეტი ტაბლეტი ფსიქოტროპული ნივთიერება.
"საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტზე სისხლის სამართლის ოთხი საქმეა აღძრული", - აღნიშნულია განცხადებაში.