ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აფხაზეთი ახლო აღმოსავლეთის 7 სახელმწიფოსთან ურთიერთობებს ამყარებს.
ინალ არძინბას თქმით, სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი, ალჟირთან და ირანთან დიალოგში აფხაზეთს პირადად უჭერს მხარს.
ამასთან, არძინბას განცხადებით, აქტიური ურთიერთობა აქვთ არაბეთის გაერთიანებული საამიროების, ლიბანის, პალესტინის, ავღანეთისა და იემენის წარმომადგენლებთან.
გარდა ამისა, ე.წ. მინისტრი ირწმუნება, რომ აფხაზეთი კავშირებს ჩრდილოეთ კორეასთან და სერბეთის რესპუბლიკასთანაც ამყარებს.