აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლაშა დოლბაძე გახდა. ინფორმაციას აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი ავრცელებს. როგორც ის წერს, მინისტრი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან მგალობლიშვილმა წარადგინა.
ლაშა დოლბაძე 2024 წლის სექტემბრიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე იყო. იანვრიდან აგვისტომდე კი შპს „აბგრეიდ ქონსთრაქშენის" ფინანსური დირექტორი. ახალი მინისტრი შპს "მონოლით საქართველოს" დამფუძნებელია.
2005- 2008 წლებში ის საქართველოს შემოსავლების სამსახურის თბილისის საგადასახადო ინსპექციის ვაკე- საბურთალოს განყოფილების ანალიტიკური განყოფილების უფროსი იყო.