მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა "აპარტამენტების კანონი" უკან გაიწვია

აფხაზეთის ე.წ. პარლამენტი
გიგა ბენია
25.07.24 11:37
1029

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარემ "აპარტამენტების შესახებ კანონი" გაიწვია. აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება დაძაბულობის განსამუხტად და სტაბილურობის შესანარჩუნებლად მიიღეს.

საქმე ეხება კანონს „აფხაზეთის ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გარკვეული ზომების შესახებ“, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აღნიშნულ რეგიონებში მიწების შეძენას და აპარტამენტების მშენებლობას ითვალისწინებს.

ე.წ. კანონი დე ფაქტო პარლამენტმა პირველი მოსმენით გასულ კვირას მიიღო. მას სოხუმსა და სხვა ქალაქებში პროტესტი მოჰყვა. "კანონის" მიღების შემთხვევაში, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში უძრავ ქონებას რუსეთის მოქალაქეები ხელში იოლად ჩაიგდებდნენ.

"ერმა გაიმარჯვა", - წერს აფხაზური მედია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები