მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აფხაზეთის ე.წ. პარლამენტთან სროლას დეპუტატი ვახტანგ გოლანძია ემსხვერპლა

ვახტანგ გოლანძია

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტთან სროლა მოხდა. როგორც Apnsypress-ი წერს, ე.წ. დეპუტატი ვახტანგ გოლანძია სროლის შედეგად გარდაიცვალა. მედიის ცნობით, დაშავებულია ე.წ. დეპუტატი კან კვარჭიაც.

სროლაში ეჭვმიტანილი ე.წ. დეპუტატი ადგურ ხარაზიაა. იტყობინება Sputnik-ი ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით. ხარაზია ადგილიდან მიიმალა.

"შეხვედრის დროს ადგურ ხარაზია და კან კვარჭია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რის შედეგადაც ადგურმა იარაღი ამოიღო და კანის მისამართით სროლა დაიწყო. გარდაცვლილი ვახტანგ გოლანძია მათ გაშველებას ცდილობდა", - წერს Amra life.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები