დროებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტობა ოლეგ ბარციცს სურს. ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ის კანდიდატად უკვე დაარეგისტრირა.
რამდენიმე თვის წინ ოლეგ ბარციცი მიიჩნევდა, რომ ის აფხაზეთში მესამე ძალაა. აღსანიშნავია, რომ ოლეგ ბარციცი "ქართულ ოცნებას" პრაგმატულ და ეროვნული ინტერესების გამტარებელ მთავრობად მიიჩნევს.
ის თბილისის მხრიდან კეთილგანწყობის რეალურ ჟესტებად ორ მნიშვნელოვან ნაბიჯს ასახელებს: სამხედრო ძალის არ აღდგენის ვალდებულება და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გაუქმება.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს გაიმართება. ამ ეტაპზე ე.წ. პრეზიდენტობა ოლეგ ბარციცსა და ბადრა გუნბას სურთ.




























