ევროკავშირი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებით, ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც BM.GE უცვლელად გთავაზობთ:
"ევროკავშირი სრულად მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, როგორიცაა აფხაზეთის ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონის მიწების რუსეთისთვის გადაცემის მცდელობა, არის უკანონო, ძალის არ მქონე და ბათილი", - ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.
დოკუმენტს ხელი 27 დეკემბერს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ მოაწერა. ნაგებობები და 160 ჰექტარი ფართობის ტერიტორია რუსეთის საკუთრებაში 49 წლით გადავიდა.